Acceleration-program-EVent-cover-WEB_edited.png

აქსელერაციის პროგრამა

13 კვირიანი უფასო ინტენსიური საგანმანათლებლო კურსი Agritech/Foodtech/Biotech სტარტაპებისთვის აღმოსავლეთ საქართველოდან  

* ნებაყოფლობითი ფიზიკური აქტივობების გარდა კურსი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება 

რას უნდა ელოდოთ

Startup Georgia იღებს განაცხადებს Agritech/Foodtech/Biotech სტარტაპებისგან აქსელერაციის პროგრამისთვის, რომელიც 2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში ჩატარდება.

კურსი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში პანდემიის იმ დროისთვის არსებული შეზრუდვების გათვალისწინებით. 

მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ელექტრონულად 17 აგვისტოს 23:59-მდე. (გახანგრძლივდა 30 აგვისტოს 23:59-მდე)

  • მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ გასაუბრეაბას.

  • გასაუბრების თაობაზე გუნდებს ინდივიდუალურად დავუკავშირდებით. ყველაზე გვიან 30 აგვისტოს შეიტყობთ პასუხს პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

  • გასაუბრებები გაიმართება 21-26 აგვისტოს ინტერვალში.

  • Startup Georgia-ს პროგრამა ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში COVID-19-ის გამო. ინტენსიაურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ისეთივე ხარისხიანი ან უკეთესი კონტაქტები და რჩევები, რასაც ფიზიკური დასწრების შემთხვევაში მიიღებდით. ასევე დაგეხმაროთ ინვესტიციის მოზიდვაში.

  • ჩვენი მოწვეული მენტორები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მოვიწვიეთ Bootcamp-ებისთვის 3 თვის მანძილზე დაგეხმარებიან თქვენს პროექტებზე მუშაობაში და გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. 

  • პროგრამის განმავლობაში, თქვენ გექნებათ ფიზიკური სესიები - Workshops, რომლებსაც ინდივიდუალური დავალებები მოყვება, ასევე ვირტუალური სწავლების სესიები - Mentorship Sessions რამდენიმე ძირითად თემაზე, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ გახადოთ თქვენი პროექტი ინვესტირებადი. შესრულებული დავალებები ჯგუფურ გარემოში შეფასდება და გაუმჯობესდება მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

  • 3 თვის განმავლობაში და ამ პერიოდის შემდეგ, სტარტაპებს ინდივიდუალურად გავაცნობთ ადამიანებს და ორგანიზაციებს რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას. ჩვენი სტარტაპ კომუნის წევრი დამფუძვნებლებისგან დახმარება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

  • 3 თვის შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ ღონისძიებას რომელსაც დემო დღეს (Demo Day) ვეძახით, სადაც სტარტაპები სპეციალურად შერჩეული აუდიტორისს წინაშე ჩაატარებენ პრეზენტაციებს. 

  • აქსელერაცია არ სრულდება 3 თვის შემდეგ; სრულდება მხოლოდ საუბრები. ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთან კონსულტაციას და თქვენს დახმარებას კონტაქტების მოძიებაში, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ.

  • თქვენი გუნდი მიიღებს წამახალისებელ პერკებს: ფასდაკლებას კოლაბორაციისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებზე, უფასო AWS სერვისებს, ელექტრონული გადახდების უფასოდ მიღების შესაძლებლობას და სხვა. იმისთვის, რომ წარმატებით გადადგათ პირველი ნაბიჯები.

შესაფერისი კანდიდატი ხარ თუ

უკვე გაქვს იდეა ან შენი სტარტაპი ოპერირებს Agritech/Foodtech/Biotech სექტორში. გსურს შენი გუნდის და პროექტის აქსელერაცია იმისთვის, რომ მზად იყო ინვესტიციის მოსაზიდად. 

ჩვენ ვეძებთ სტარტაპის გუნდებს, რომლებიც: 

  • არიან აღმოსავლეთ საქართველოდან (სამცხე-ჯავახეთის ჩათვლით)

  • აქვთ სურვილი შექმნან გლობალური, მასშტაბირებადი პროდუქტები 

  • აქვთ მინიმალური გამოცდილება ინდუსტრიაში, რომელშიც ოპერირებენ

  • არიან მზად სწავლისთვის და აქვთ სიახლის მიმღებლობა

  • აქვთ იდეა, რომელიც შეიძლება იყოს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სტარტაპებს, რომლებსაც უკვე ყავთ კლიენტები, აქვთ მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) და დამფუძნებლებს შორის არის ქალი დამფუძნებელი

*პროექტი ხორციელდება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით